როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" საშიანო მოედანს სრული რეორგანიზაცია უტარდება.
აღსანიშნავია, რომ პრესაში "სანტიაგო ბერნაბეუს" პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღებზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება.
ამჯერად საინტერესო ცნობებს კი "Marca" გვაწვდის. გამოცემის თქმით, "ბლანკოსში" გეგმავენ, რომ მათ განახლებულ "ბერნაბეუზე" თამაში 2021 წლის ზაფხულში დაიწყონ.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამუშაოები დასრულებული იქნება. როგორც ირკვევა, პროექტი საბოლოო სახეს 2022 წლის სექტემბერში ან 2023 წლის იანვარში მიიღებს.