logo

რა ხდებოდა "რეალის" რიგებში პენალტების სერიის დაწყებამდე (ვიდეო)

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ატლეტიკო" პენალტების სერიაში დაამარცხა და ტიტულის მოგება მოახერხა.

ცნობილმა ესპანურმა ტელევიზია Movistar-მა კადრები გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია, თუ რა ხდებოდა "სამეფო კლუბის" რიგებში პენალტების სერიის დაწყებამდე.

კადრების მიხედვით თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მარიანო დიასს დაერტყა პირველი პენალტი, თუმცა, დომინიკელმა უარი განაცხადა. ამის შემდგომ კი პირველობა დანი კარვახალმა აიღო თავის თავზე.

ასევე ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ტონი კროოსმა დიდი ნდობა გამოუცხადა როდრიგოს და რამოსს ურჩია, რომ სწორედ ბრაზილიელს შეესრულებინა ერთ-ერთი პენალტი.

2 თვის წინ
5065 / 0
RAMOS
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 598
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ