კაზემირო: "ბერნაბეუზე თამაშზე მეტად, ქაუნთერ სტრაიკის თამაშისას ვნერვიულობ"

კაზემირო: "ბერნაბეუზე თამაშზე მეტად, ქაუნთერ სტრაიკის თამაშისას ვნერვიულობ"

"რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, კაზემირომ, საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ტვიტჩის არხის გაკეთების შემდეგ, გულშემატკივრებთან კომუნიკაცია ბევრად განვითარდა და ხალხი ჩემთან უფრო ახლოს არის.

ისინი კითხვებს მისვამენ და როდესაც შემიძლია, ლაივში ამ კითხვებს ვპასუხობ. როდესაც ვმარცხდები, შეურაცხყოფებსაც ვიღებ.

ბერნაბეუზე თამაშზე მეტად, ქაუნთერ სტრაიკის თამაშისას ვნერვიულობ. იმ ხალხისგან უფრო დიდ ზეწოლას ვგრძნობ, რომლებიც თამაშისას მიყურებენ.

მე ძალიან მორცხვი ვარ და ვერ ვიფიქრებდი, რომ ოდესმე არხს გავაკეთებდი, წინ კამერას დავიდებდი და უამრავი ხალხის თვალწინ ვითამაშებდი", - განაცხადა კაზემირომ Marca-სთან.

2 დღის წინ
98 / 0
George
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ