ვინისიუსი: "მსურს, რომ რეალში სამუდამოდ დავრჩე"

ვინისიუსი: "მსურს, რომ რეალში სამუდამოდ დავრჩე"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა შემტევმა, ვინისიუს ჯუნიორმა, მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდიდან წასვლა არ სურს.

"მე მუდამ იმაზე ვარ ფოკუსირებული, რომ დავრჩე რეალში, საუკეთესო მოთამაშეების გვერდით, მათგან ბევრს ვსწავლობ.

ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ და ისე ჩანს, თითქოს დიდი ხანია ვთამაშობ, თუმცა ახლა მხოლოდ კარიერის დასაწყისში ვარ.

ბევრს ვსწავლობ იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც აქ არიან. მე მსურს, რომ რეალში სამუდამოდ დავრჩე", - განუცხადა ვინისუსმა TNT Sport-ს.

2 დღის წინ
83 / 0
George
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ