"Foot Mercato"-ს მტკიცებით, კილიან მბაპე "პსჟ"-სთან კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაახანგრძლივებს, თუ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტში კონკრეტული თანხა იქნება მითითებული.
ფრანგი სუპერ ვარსკვლავის შეძენით ევროპული გრანდები ინტერესდებიან, თუმცა ყველაზე მეტად "ლივერპული" და "რეალი" აქტიურობენ. ფრანგული "Le Parisien" ირწმუნება, რომ "პსჟ" 22 წლის ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ძალღონეს არ იშურებს.
კიდევ ერთი ფრანგული გამოცემა "L’Equipe" იტყობინება, რომ მბაპეს ამ ეტაპზე პარიზის დატოვება არ უნდა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ წასვლა მოუნდება არ სურს მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებების შეფერხება.