მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს, კარლოს ენრიკე კაზიმიროს დღეს 29 წელი შეუსრულდა.
იგი 1992 წლის 23 თებერვალს ბრაზილიის ქალაქ სან ჟოზე დუს კამპუსში დაიბადა და მიმდებარე კლუბ "სან-პაულოში" დაიწყო ასპარეზობა.
ბრაზილიელი ნახევარმცველი "ბლანკოსის" რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს, მის ანგარიშზე 268 ოფიციალურ მატჩში 29 გოლი და 14 ტიტულია:
- ჩემპიონთა ლიგა - 4;
- მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - 3;
- ლა ლიგა - 2;
- ესპანეთის სუპერთასი - 2;
- კოპა დელ რეი - 1;
- უეფას სუპერთასი - 2;
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 23:55 საათზე "ატალანტა" - "რეალს" უმასპინძლებს. რაც შეეხება კაზემიროს, იგი განაცხადშია.