ვინისიუსი: ”მან მითხრა, რომ ჩემი უდიდესი ქომაგია”

ვინისიუსი: ”მან მითხრა, რომ ჩემი უდიდესი ქომაგია”

მადრიდის "რეალის" 20 წლის თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა TNT Sports Brasil-თან ინტერვიუ ჩაწერა.

ახალგაზრდა ბრაზილიელმა კლუბის დამოკიდებულებაზე ისაუბრა თავისი თავის მიმართ:

"აქ თავს კარგად ვგრძნობ, ხელმძღვანელობას ჩემ მიმართ რწმენა გააჩნია. "რეალში" მალე საიუბილეო მე-100 მატჩს ჩავატარებ და მსურს უფრო და უფრო მეტს მივაღწიო. ზიდანი მაძლევს სათამაშო დროს, რათა მივიღო დიდი გამოცდილება. პერესი ყოველთვის მეუბნება, რომ ჩემი ქომაგია და სურს კლუბში დავრჩე". 

"ჩემი ოჯახის წევრებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ და მეხმარებოდნენ გადაწყვეტილების მიღებაში. ვაპირებ, კვლავ "რეალში" გავაგრძელო ასპარეზობა, რადგანაც მჯერა, რომ ამ გუნდს დიდ დახმარებას გავუწევ",  -განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, ვინისიუსი "რეალში" 2019 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 29 ოფიციალურ მატჩში 3 გოლი და 4 ასისტია.

2 დღის წინ
117 / 0
Levani
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ