ვინისიუსმა ბენზემასთან კონფლიქტი გაიხსენა- ბრაზილიელის კომენტარი

ვინისიუსმა ბენზემასთან კონფლიქტი გაიხსენა- ბრაზილიელის კომენტარი
TNT Brasil-სთან საუბარში, მადრიდის „რეალის“ შემტევმა, ვინისიუს ჯუნიორმა, კარიმ ბენზემასთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
 
როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ბრაზილიელსა და ფრანგ ფორვარდს შორის მოედანზე მცირე შელაპარაკება მოუვიდათ, რასაც მედიისგან უამრავი ჭორი მოჰყვა. ვინიმ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
 
„ბენზემასთან ინციდენტი? აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. კარიმი იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის მიცავდა, გვერდში მედგა და მამხნევებდა. ხალხმა არ იცის, რა მოხდა ჩვენს შორის რეალურად, ხოლო მედია პატარა ამბებს დიდ იარლიყს გამოაკრავს ხოლმე."-განაცხადა მან.
 
2 დღის წინ
145 / 0
ლუკა ბერიძე
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ