ზიდანი: "მათი თამაში შთამბეჭდავია"

ზიდანი: "მათი თამაში შთამბეჭდავია"

მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე გააკეთა კომენტარი.

ფრანგ სპეციალისტს კითხვა კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ დაუსვეს.

"მბაპე თუ ჰოლანდი? ორივეს დიდი მომავალი აქვს, მათი თამაში შთამბეჭდავია, თუმცა მე მხოლოდ გუნდის ინტერესებზე ვზრუნავ. კლუბის გარეთ რაც ხდება, მხოლოდ ფეხბურთის ქომაგის დონეზე მაინტერესებს. ტრანსფერებზე საუბარი ადრეა, ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვარ კონცენტრირებული, რადგანაც ყოველ შეხვედრაში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - ამბობს ზიდანი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, 23:55 საათზე, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ატალანტას" სტუმრად დაუპირისპირდება.

2 დღის წინ
104 / 0
Levani
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ