AS: "რეალის" მილიარდიანი პროექტი - ფლორენტინო პერესი საქმეში ერთვება

AS: "რეალის" მილიარდიანი პროექტი - ფლორენტინო პერესი საქმეში ერთვება

ესპანური გამოცემა "Diario AS" მოულოდნელ და ამავდროულად რეალობასთან ნაკლებად შეუსაბამო ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის თქმით, მადრიდის "რეალი" როგორც კილიან მბაპეს, ასევე ერლინგ ჰოლანდის დამატებას გეგმავს და ამისთვის მზად არიან თითქმის ერთი მილიარდი, კერძოდ, 852 მილიონი გაიღონ.

წყაროს თქმით, ორივე მოთამაშის ტრანსფერი სამეფო გუნდს 300 მილიონი დაუჯდება. 

გარდა ამისა, როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, "რეალი" ორივე მათგანს 6 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

მბაპეს ხელფასი ამ წლების განმავლობაში 432 მილიონს, ხოლო ჰოლანდის 120 მილიონს გაუტოლდება.

აქვე გეტყვით, რომ "Diario AS" დიდი სანდოობით არ გამოირჩევა.

2 დღის წინ
129 / 0
Davit
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ