როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ფორვარდი, კარიმ ბენზემა ტრავმირებულია. აღნიშნული დაზიანების გამო ფრანგმა "ვალიადოლიდთან" მატჩიც გამოტოვა, თუმცა ახლა მთავარი ის არის, ითამაშებს თუ არა იგი ჩემპიონთა ლიგაზე.
"Marca"-ს ცნობით, კარიმის "ატალანტასთან" თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა ზინედინ ზიდანი და სამედიცინო შტაბი სასწაულის იმედზე არიან.
ცნობისთვის, კარიმის საბოლოო დიაგნოზი ხვალ გახდება ცნობილი და დიდი ალბათობით, ბენზემას ბედიც ტესტის პასუხის მიხედვით გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელებისა და ბერგამოელების პირველი ჯახი 24 თებერვალს გაიმართება.