"პარი სენ-ჟერმენმა" მბაპესა და ნეიმარს შორის არჩევანი გააკეთა

"პარი სენ-ჟერმენმა" მბაპესა და ნეიმარს შორის არჩევანი გააკეთა

მადრიდული გამოცემა "Marca" ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის თქმით, ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, პარიზულ გუნდს, შესაძლოა, ფეხბურთელების გაყიდვა მოუწიოს.

ბუნებრივია, ეს მბაპესა და ნეიმარის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს პრობლემატურს გახდის. როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო იტყობინება, თუ სამეფო გუნდს ამ ორს შორის ერთ-ერთის არჩევა მოუწევს, ისინი ნეიმარს შეინარჩუნებენ.

ეს კი, რა თქმა უნდა, მადრიდელებს ხელს აძლევთ, რადგან კილიანი "ბლანკოსის" მთავარი სამიზნეა.

1 თვის წინ
224 / 0
Davit
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ