როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კილიან მბაპე ითვლება.
ფრანგის შესაძლო ტრანსფერზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. სულ ცოტა ხნის წინ, "L'Equipe"-მ სამეფო გუნდის ქომაგებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გვამცნო.
"პარი სენ-ჟერმენი" მბაპეს გაყიდვას მომავალ ზაფხულს უკვე სერიოზულად განიხილავს. აქამდე ძირითადად იწერებოდა, რომ პარიზელები მტკიცე უარზე იყვნენ, თუმცა ზემოთ აღნიშნული წყარო განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის.
შეგახსენებთ, რომ კილიანს "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება.