როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ხვალ ლალიგის ეგიდით "ალავესს" დაუპირისპირდება.
აღნიშნული მატჩის წინ "ბლანკოსის" ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რადგან ტრავმის გამო გუნდს კიდევ ერთი მოთამაშე გამოაკლდა
ოფიციალური ცნობის თანახმად, ფედე ვალვერდეს საზარდულის მიდამოში კუნთის დაჭიმულობა აღენიშნება, რის გამოც იგი "რეალს" დროებით ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელებს ასევე ვერ ეხმარება ნაჩო ფერნანდეში.