"ბარსა" "რეალს" ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ართმევს ?! - მოულოდნელი ცნობა

"ბარსა" "რეალს" ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს ართმევს ?! - მოულოდნელი ცნობა

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბა ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.

ბოლო პერიოდია, რაც ავსტრიელს "რეალთან" აქტიურად აკავშირებენ. მეტიც, გუშინ მადრიდულმა "Marca"-მ დაწერა, რომ შეთანხმება შედგა და იგი კარიერას სამეფო გუნდში გააგრძელებს.

თუმცა დღეს პრესაში მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა. Sky Sports-ის ცნობით, თუ ლაპორტა არჩევნებს მოიგებს, პინი ზაჰავი (ალაბას აგენტი) მასთან სერიოზულ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

გარდა ამისა, "Sport1" დავიდის მამის კომენტარსაც გვთავაზობს: "რატომ არის "ბარსა" კვლავ ალაბასთვის ბრძოლაში? აგენტი ელოდება, გაიმარჯვებს თუ არა მისი მეგობარი, ლაპორტა არჩევნებში." 

ასე რომ, შესაძლოა, "რეალის" ერთ-ერთი სამიზნე "ბლაუგრანაში" აღმოჩნდეს.

1 თვის წინ
9004 / 0
Luka
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ