Tribuna-მ ქარიმ ბენზემას ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად 21 წლის ფორვარდი, უგო დურო წარმოგვიდგინა. ის 5 კომპონენტში არის განხილული.
- გოლების საშუალო მაჩვენებელი : დურო ამჟამად კასტილიაში თამაშობს, 7 მატჩის შემდეგ მის ანგარიშზე 5 გატანილი გოლია. ის ყოველ 123 წუთში ერთხელ იღებს მეტოქის კარს.
- უმაღლესი ლიგის გამოცდილება : დურო "ხეტაფეში" თამაშობდა და მთავარ გუნდში 32 მატჩიც გამართა, მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე პასია.
- შესანიშნავი დებიუტი : ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების სადებიუტო მატჩში მან გამარჯვების გოლი გაიტანა, ეს "ჩრდილოეთ მაკედონიასთან" მატჩში მოახერხა.
- უამრავი უნარი : დურო მობილური ფორვარდია, რომელიც ეპიზოდებს კარგად აგვირგვინებს, ასევე შეუძლია შეტევის ყველა პოზიციაზე თამაში, როგორც ვინგერად, ასევე ცენტრალურ თავდამსხმელად.
- დალაგებული ცხოვრება : 21 წლის მოთამაშე მხოლოდ ფეხბურთზე არ ღელავს, ის ამჟამად სწავლობს ინჟინერიასაც.
დურო "რეალში" იჯარით ირიცხება, თუმცა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი ალბათობით, ის მადრიდში დარჩება.