ესპანეთის სუპერთასის მატჩამდე 1 დღით ადრე ლუკა მოდრიჩმა მედიასთან თავის კონტრაქტზე და მომავალზე ისაუბრა.
"რეალში ჩემს სიტუაციაზე ბევრის თქმა არ შემიძლია. კლუბთან შეთანხმებას ვაწარმოებ და ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. ბედნიერი ვარ მიმდინარე მოვლენებით".
ხორვატის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს მთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია თავისი მომავალი სხვა კლუბებსაც დაუკავშიროს
ლუკა მოდრიჩმა მიმდინარე სეზონში "ბლანკოსის" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, რა დროსაც თავი 4 გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.