ზინედინ ზიდანის სრული პრესკონფერენცია "ბილბაოსთან" მატჩის წინ

ზინედინ ზიდანის სრული პრესკონფერენცია "ბილბაოსთან" მატჩის წინ

მადრიდის "რეალს" ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი ელის, ზიზუს შეგირდები ესპანეთის სუპერთასზე "ბილბაოს" დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია ჩაატარა და ბევრ საკითხზე ისაუბრა.

"მიხარია, რომ ამ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა გვაქვს. წინ ძლიერი მეტოქე გველის და იმედია, რომ კარგი მატჩი გამოვა.

ვაცალოთ ოდეგორს მუშაობის გაგრძელება. ის ძვირფასი მოთამაშე და აქ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ბოლო დროს ის ბევრს ვერ თამაშებს, თუმცა მთავარია, რომ შრომა გააგრძელოს და ის მიიღებს სათამაშო წუთებს. 

არ ვგეგმავ, რომ ტებასის სიტყვებს გამოვეხმაურო, ამას არ ვუპასუხებ. ეს უკვე წარსულია. მე მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ.

არ მანაღვლებს რას ამბობენ სხვები, ეს აქამდეც ვთქვი. მე არ ვეძებ მიზეზებს ან რაიმე მსგავსს, მე სიცხადეზე ვსაუბრობ.

ლუკა იოვიჩი ისევ ჩვენთან ერთად არის, თუმცა შემდეგ მატჩში ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს მის წასვლაზე, ყველაფერს ერთად გავიგებთ.

იოვიჩი გოლის გამტანი ფორვარდია. ეს არის ის, რაც მისგან გვსურს. მას არ გაუმართლა, გაუჭირდა ადაპტაცია, ჰქონდა ტრავმები. 21 წლის ასაკში ეს მარტივი არ არის.

ახალგაზრდა მოთამაშეებმა უნდა გააგრძელონ შრომა და მოითმინონ. თამაში ყველას სურს და ეს მუდამ ხდება. გარდაუვალია, რომ ზოგიერთმა მოთამაშემ ნაკლები არ ითამაშოს. ისინი ვარჯიშობენ, რომ მეტი დრო მიიღონ. სეზონი გრძელა და თითოეულ მათგანს მოუწევს თავისი წვლილის შეტანა.

თუ ბენზემას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ისევ გამოიძახებენ, მაშინ ეს მისთვის კარგი სიახლეა.

რამოსი? ყველაფერი კარგადაა. რამოსი სხვების მსგავსად თამაშისთვის ემზადება და მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ფიქრობს. 

როდესაც შედარებით ცუდად გამოვიყურებით, ყოველთვის ვიღებთ კრიტიკას და ეს არ შეიცვლება. სეზონში ყოველთვის არის კარგი და ცუდი მომენტები, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ უკეთესები ვიყოთ. ვიმედოვნებთ, რომ სეზონი ნელ-ნელა უკეთესი გახდება", - განაცხადა ზიდანმა.

1 კვირის წინ
150 / 0
George
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ