მოგეხსენებათ, მედიაში დიდი ხანია დავიდ ალაბას "რეალს უკავშირებენ. ამასთან დაკავშირებით ბრიტანული გამოცემა The Independet უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ლივერპული" ავსტრიელი მცველის ტრანსფერისთვის ბრძოლას გამოეთიშა, რაც "რეალს" მეტ შანსს უტოვებს.
3 მიზეზი, რატომ დანებდნენ "წითლები" ალაბასთვის ბრძოლაში
- ავსტრიელის სიმაღლე მხოლოდ 180 სმ-ია რაც ვირჯილ ვან დაიკთან (193სმ), ჯოელ მატიპთან (195სმ) და ჯო გომესთან(1.88) შედარებით ძალიან დაბალია და საჰაერო ორთაბრძოლების მოგებაც უჭირს.
- მართალია, ალაბა მაღალი დონის მცველია, მაგრამ ლივერპულს ამ პოზიციაზე 2 მოთამაშე ჰყავს. (შეგახსენებთ, რომ "რეალს" ამ პოზიციაზე ფერლანდ მენდი და მარსელო ჰყავს. ეს მოთამაშეები გუნდის დატოვებას არ აპირებენ).
- ბრიტანული წყაროების ცნობით, "მერსესაიდელებს" არ სურთ გუნდში ისეთი მოთამაშის მოყვანა, რომლის ასაკიც დაახლოებით 30 წელია (ალაბა 28 წლისაა).