რატომ არ ენდობა ზიდანი ვინისიუსს - უცნობი ისტორია

რატომ არ ენდობა ზიდანი ვინისიუსს - უცნობი ისტორია

ცნობილი ესპანური მედიაგამოცემა Cuatro უცნობ ისტორიას ავრცელებს. 8 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგაზე "სიტისთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ზინედინ ზიდანმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

ფრანგმა ვინისიუსის მაგივრად ძირითად გუნდში როდრიგო გოეში დააყენა, რამაც ბრაზილიელის აღშფოთება გამოიწვია. ზიზუს მატჩისწინა გამოსვლის დროს, ის მწვრთნელს სულაც არ უსმენდა და თავი ტელეფონში ჰქონდა ჩარგული.

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბის თავკაცმა ეს შეამჩნია, მას ვინისიუსითვის არაფერი უთქვამს.

ზიდანი მოთამაშეებისგან პროფესიონალურ დამოკიდებულებას ითხოვს იმ როლში, რასაც მათ აძლევს. ამ ყველაფრის გამო, ბრაზილიელს ზიდანის ნდობის დასაბრუნებლად საკმაო შრომა დასჭირდება.

1 კვირის წინ
158 / 0
Luka
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ