გამოცემა Sport-ის ცნობით, "რეალი" ზადაა, რომ ედერ მილიტაო სეზონის ბოლომდე "ტოტენჰემში" გაუშვას.
მართალია, ზიდანი ფეხბურთელების შუა სეზონში გაშვების იდეით მოხიბლული არ არის, მაგრამ ფეხბურთელები როგორებიც არიან ედერ მილიტაო, ლუკა იოვიჩი და ალვარო ოდრიოსოლა, სჭირდებათ სათამაშო დრო.
მილიტაოს ზიდანისგან დრო პრაქტიკულად არ ეძლევა. მისი როტაციაში მოხვედრის ერთადერთი შანსი ცენტრალური მცველების ტრავმებია. ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ და მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.