გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის ჟურნალისტი სერხიო სანტოსი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი ცნობით, ზიდანი ხვალინდელ მატჩში აზარის, ბენზემას და ასენსიოს ტრიოს გამოიყვანს, ხოლო სხვა შემტევებს, სავარაუდოდ, ნაკლებ დროს მისცემს.
მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასაწყისსში სამეფო კლუბის თავკაცი ამ ტრიოზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ ტრავმების გამო გეგმები აირია.
მოცემულმა სამეულმა გასული მატჩიც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა უშედეგოდ,
"ბლანკოსი" "ოსასუნასთან" ნულოვან ფრეს დასჯერდა.