მოგეხსენებათ, ბრაჰიმ დიასი მიმდინარე სეზონის დასაწყისში "მილანს" შეუერთდა და გუნდის რიგებში თავის დამკვიდრება ასე თუ ისე, მოახერხა.
გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ესპანელ ფეხბურთელთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, იტალიური გუნდი მზადაა, რომ იჯარა კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივოს.
როგორც ცნობილია, "როსონერი" ბრაჰიმის შესყიდვასაც განიხილავს, თუ სამეფო კლუბი მის გაშვებას გადაწყვეტს.
ესპანელმა შემტევმა "მილანის" მაისურით მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, რა დროსაც თავი 4 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მისი ღირებულება TransferMarket-ზე 14 მილიონ ევროს შეადგენს.