დიეგო მილიტომ ჰაკიმის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა

დიეგო მილიტომ ჰაკიმის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა

"ინტერის" ლეგენდარულმა შემტევმა დიეგო მილიტომ "რეალის" ყოფილ მცველ აშრაფ ჰაკიმიზე ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

Marca-სთან საუბრისას არგენტინელს თავდაპირველად ჰაკიმის მაიკონთან შედარება სთხოვეს, რაზეც მისი პასუხი იყო: "შედარებების გაკეთება არ მიყვარს. ის ახალგაზრდაა და არ მინდა უარესისკენ ვუბიძგო"

"მას აქვს ყველაფერი, რომ გახდეს ფენომენალური მცველი. მისი თამაშის ტემპი, გამძლეობა და ფიზიკური მონაცემები საოცარია," დაამატა არგენტინელმა.

ალჟირელმა ფეხბურთელმა სამეფო კლუბი 2020 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა და მილანის "ინტერს" შეუერთდა.

22 წლის მცველმა "ნერაძურის" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, რა დროსაც თავი 6 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჰაკიმი ყველაზე მაღალშედეგიანი მცველია ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატში.

 

1 კვირის წინ
101 / 0
Luka
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ