ტრანსფერი ფაქტობრივად დადასტურებულია - გარიგება შედგა

ტრანსფერი ფაქტობრივად დადასტურებულია - გარიგება შედგა

ლუკა იოვიჩის მადრიდული ვოიაჟი წარმატებული ვერ გამოდგა, სერბმა ფორვარდმა ვერ შეძლო "რეალში" თავის დამკვიდრება.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, "ლოს ბლანკოსმა" შეთანხმებას მიაღწია მის ყოფილ კლუბთან, "აინტრახტთან" და ლუკა 6-თვიანი იჯარით გერმანიაში დაბრუნდება.

ეს ინფორმაცია მედიასთან საუბრისას დაადასტურა "აინტრახტის" სპორტულმა დირექტორმა, ფრედი ბობიჩმა. 

"ლუკა იოვიჩი უახლოვდება ზაფხულამდე იჯარით ჩვენთან გადმოსვლას. რამდენიმე პუნქტი ისევ მოსაგვარებელია - მაგალითისთვის, სამედიცინო შემოწმება. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, სულ მალე ის ჩვენთან იქნება", - განაცხადა ბობიჩმა.

1 კვირის წინ
243 / 0
George
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ