როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" სეზონის დაწყებამდე ტაკეფუსა კუბო "ვილიარეალში" გაანათხოვრა, თუმცა უნაი ემერი ახალგაზრდა შემტევს ძალიან მცირე სათამაშო დროს აძლევდა, რაც "ბლანკოსის" გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა.
ამის ფონზე, ტაკეფუსამ "ვილიარეალი" დატოვა და სეზონის ბოლომდე "ხეტაფეს" რიგებს შეუერთდება, აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ კუბოს თანაგუნდელი იქნება "ბარსას" ფეხბურთელი კარლეს ალენია, რომელიც ტაკეფუსას მსგავსად მადრიდელებს იჯარის წესით შეუერთდა.