"რეალის" შემტევი ტრიო სრულად შეიცვლება - სასიხარულო ამბავი

"რეალის" შემტევი ტრიო სრულად შეიცვლება - სასიხარულო ამბავი

გასული სატრანსფერი ფანჯარა მადრიდის "რეალისთვის" უჩვეულო იყო, რადგან სამეფო გუნდს ტრანსფერი არ განუხორციელებია.

ამის ფონზე, არის მოლოდინი რომ 2021 წლის ზაფხულში "ბლანკოსი" დიდ ტრანსფერებს განახორციელებს.

"რეალის" მთავარ სამიზნეებად ჰოლანდი და მბაპე ითვლებიან. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით Diario AS საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს თქმით, 2021 წელს მადრიდელების გეგმა არის, რომ მათი შეტევის ტრიო აზარით, ბენზემათი და მბაპეთი დაკომპლექტდეს.

თუმცა 2022 წელს კარიმს ერლინგ ჰოლანდი ჩაანაცვლებს. ასე რომ, თუ ზემოთ აღნიშნულ გამოცემას ვენდობით, "ბლანკოსი" კილიანსა და ერლინგს ერთ წელს ვერ იყიდის.

2 კვირის წინ
5541 / 0
Davit
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ