რამოსისთვის ბრძოლაში ფავორიტები გამოიკვეთნენ

რამოსისთვის ბრძოლაში ფავორიტები გამოიკვეთნენ

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, შესაძლოა მადრიდი 2021 წელს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვოს.

L’Equipe-ს ინფორმაციით, 34 წლის მცველისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები ტურინის „იუვენტუსი“ და „პარის-სენ ჟერმენი“ არიან. ამ უკანასკნელმა რამოსს ძალიან სოლიდური, 3 წლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზა.

მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები დაწყებულია, ესპანური მედია ვარაუდობს, რომ „რეალსა“ და რამოსს შორის ყველაფერი მალე მოგვარდება.

 

4 დღის წინ
97 / 0
ლუკა ბერიძე
poll გამოკითხვა

რომელმა ფეხბურთელმა უნდა შეასრულოს საჯარიმო დარტყმები?

სერხიო რამოსმა
ლუკა მოდრიჩმა
ტონი კროოსმა
ედენ აზარმა
სულ პასუხები: 55
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რამოსი, ვალვერდე.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ