რამდენიმე კვირის წინ, ყაზანის "რუბინისა" და "არსენალის ტულას" მატჩის მიმდინარეობისას ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში წაიქცა.
მსაჯს ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჰქონდა პენალტის დანიშვნა, თუმცა ქართველი შემტევი მასთან მივიდა და უთხრა, რომ არანაირი ჯარიმა არ ყოფილა.
შედეგად ხვიჩამ მეტოქე გუნდის ქომაგებისგან აპლოდისმენტები უდიდესი პატივისცემა მიიღო.
ასეთ რამეს თანამედროვე ფეხბურთში იშვიათად თუ შევხვდებით...