დღე, როდესაც რონალდუმ "რეალში" 11-ნომრიანი მაისური მოირგო (ვიდეო)

2013 წლის 23 აგვისტოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჩაატარა ლეგენდარულმა რაულ გონსალეს ბლანკომ. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მადრიდის "რეალიდან" გააცილეს.

აღნიშნული მატჩი ზემოხსენებული მიზეზის გარდა კიდევ ერთი რამითაც იყო დასამახსოვრებელი. პირველად და უკანასკნელად, კრისტიან რონალდუმ 11 ნომრიანი მაისურით ითამაშა.

მოგეხსენებათ, რაული "სამეფო კლუბში" 7-ნომრიანი მაისურის მფლობელი გახლდათ და წასვლის შემდეგ მან ის პორტუგალიელს გადაულოცა. თავის მხრივ კი, იმ დღეს, როდესაც რაულმა "რეალის" რიგებში ბოლო მატჩი ჩაატარა, რონალდუმ თავაზიანობა გამოიჩინა და კუთვნილი მაისური დაუთმო, თავად კი 11 ნომერი მოირგო.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა ამ თამაშში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

1 კვირის წინ
3557 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელმა ფეხბურთელმა უნდა შეასრულოს საჯარიმო დარტყმები?

სერხიო რამოსმა
ლუკა მოდრიჩმა
ტონი კროოსმა
ედენ აზარმა
სულ პასუხები: 52
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რამოსი, ვალვერდე.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ