logo

ზიდანის პირველი კომენტარი "კადისთან" მარცხის შემდეგ

ზიდანის პირველი კომენტარი "კადისთან" მარცხის შემდეგ

"კადისთან" მძიმე მარცხის შემდეგ, "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, მცირე კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელი დღის შემდეგ მიზეზების ძებნას ვერ დავიწებთ, ჩვენთვის კარგი დღე არ იყო. კადისმა მეტი სისწრაფე, მონდომება აჩვენა, მათ მოგება უნდა მივულოცოთ.

მსგავსი რაღაცები ხდება, ჩვენ კარგად ვერ დავიწყეთ. მატჩი თავიდანვე რთული იყო, მეორე ტაიმში მცირედით მოვუმატეთ, თუმცა პირველი ტაიმი ცუდი გამოდგა.

იმედი მაქვს, რომ სერხიო კარგად არის, ხვალ მას ტესტირებას ჩაუტარდება. ეს მარცხი კლუბზე კვალს არ დატოვებს, რადგან უკვე ვფიქრობთ შემდეგ მატჩზე. რეალ მადრიდისთვის მძიმე ღამე იყო და ვეცდებით, რომ შემდეგ მატჩში ეს შევცვალოთ", - განაცხადა ზიზუმ.

1 კვირის წინ
227 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 1192
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ოდეგორი, აზარი.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ