ტრანსფერი, რომელიც "რეალს" აუცილებლად სჭირდება

ტრანსფერი, რომელიც "რეალს" აუცილებლად სჭირდება

"სოსიედადთან" მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ "რეალის" შეტევაში დიდი პრობლემებია და კლუბს გაძლიერება სჭირდება.

კრისტიანო რონალდუს წასვლის შემდეგ მადრიდული კლუბის გოლებმა საგრძნობლად მოიკლო, მხოლოდ ქარიმ ბენზემა კი ვერ ახერხებს შეტევაში ყველაფრის გაკეთებას.

ედენ აზარმა მოლოდინები ვერ გაამართლა და ბელგიელი საკმაოდ ცუდად გამოიყურება, რის გამოც ზიდანმა მისი ნდობა დაკარგა.

აქედან გამომდინარე, "ლოს ბლანკოსს" ახალი შემტევი სჭირდება, საუკეთესო კანდიდატები კი კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი არიან.

ორივე მოთამაშეს შეუძლია მომენტების შესანიშნავად დაგვირგვინება და უამრავი გოლის გატანა, "რეალს" კი სწორედ ეს სჭირდება.


2 თვის წინ
150 / 0
George
poll გამოკითხვა

რომელმა ფეხბურთელმა უნდა შეასრულოს საჯარიმო დარტყმები?

სერხიო რამოსმა
ლუკა მოდრიჩმა
ტონი კროოსმა
ედენ აზარმა
სულ პასუხები: 73
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

რამოსი, ვალვერდე.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ