logo

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეუერთდეს მბაპე "რეალს"

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეუერთდეს მბაპე "რეალს"

Tribuna.com გვთავაზობს 4 გარემოებას, თუ რატომ უნდა შეუერთდეს ფრანგი ვარსკვლავი "სამეფო კლუბს".

  • ზიდანი

ადრეული ასაკიდანვე კილიანს მამამისი მრავალ ისტორიას უყვებოდა ზიდანის შესახებ, ამიტომ ფრანგმა გადაწყვიტა "ზიზუს" დიდი ფანი ყოფილიყო. მას დიდი ხნის განმავლობაში სურდა ზიდანთან შეხვედრა, 12 წლის წინ მან ეს ოცნება აისურლა და მასთან ერთად ფოტოც გადაიღო.

  • ჩემპიონთა ლიგა

შესაძლოა, მბაპე უკვე დაიღალა საფრანგეთის პირველობის მოგებით და 21 წლის ფორვარდსაც სურს უფრო პრესტიჟული ევროპული ჯილდოს მოგება. ჯერჯერობით, კილიანმა "მონაკოსთან" და "პსჯსთან" ერთად ჯერ ნახევარფინალს, შემდეგ კი ფინალს მიაღწია, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერც ერთ შემთხვევაში მიიყვანა ბოლომდე.

არ არსებობს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უკეთესი კლუბი, ვიდრე "ბლანკოსი", რომელიც 13 თასით იწონებს თავს.

  • ოქროს ბურთი

"ლივერპულის" ყოფილმა ფორვარდმა ელ-ჰაჯი დიუფმა ერთხელ თქვა, რომ თუ კილიანს ოქროს ბურთის მოგება სურს, მან აუცილებლად უნდა დატოვოს საფრანგეთი. "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშით მბაპეს შანსები ერთი-ორად აიწევს, როგორც საფეხბურთო სამყაროში, ასევე მედიაში.

 აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 წელიწადში 5-ჯერ, ოქროს ბურთის გამარჯვებული "რეალის" წევრი იყო(4ჯერ რონალდუ, 1-ჯერ მოდრიჩი).

  • როგორც სახლში

მბაპეს "რეალთან" ადაპტაციაში დიდი დრო არ დასჭირდება. პირველ რიგში, გუნდში არიან რაფაელ ვარანი და ფერლანდ მენდი საფრანგეთის ნაკრებიდან, აქვეა კარიმ ბენზემა და რა თქმა უნდა, ზიდანი და სამწვრთნელო შტაბი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც საუბრობს ფრანგულად.




1 თვის წინ
143 / 0
Luka
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 1175
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ოდეგორი, აზარი.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ