logo

ბეილის შემცვლელები - სად არიან ისინი დღეს

ბეილის შემცვლელები - სად არიან ისინი დღეს

ლონდონის „ტოტენჰემში“ გატარებულ ბოლო სეზონში გარეთ ბეილი პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ლონდონური გუნდისთვის მისი შეცვლა საკმაოდ დიდი ამოცანა აღმოჩნდა.

მიუხედავად დიდი დარტყმისა, „ტოტენჰემმა“ მისი ტრანსფერით ძალიან დიდი თანხა გამოიმუშავა. „დეზებმა“ ეს ფული 7 მოთამაშის ყიდვას მოახმარეს, აქედან კი გუნდში მხოლოდ 1 მოთამაშეა:

პაულინიო- „ტოტენჰემში“ 2 წარუმატებელი სეზონის შემდეგ ჩინეთში გადავიდა, შემდეგ კატალონიის „ბარსელონაში“ აღმოჩნდა, 1 წლის შემდეგ კი კვლავ აზიას დაუბრუნდა.

რობერტო სოლდადო- „ტოტენჰემში“ 36 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ლონდონელებმა ის 2015 წელს „ვილიარეალში“ გაყიდეს, ახლა კი „გრანადას“ ღირსებას იცავს.

ეტიენ კაპუ- „ტულუზადან“ 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ, 2015 წელს გაიყიდა „ვესტ-ჰემში“.

ვლად კირიკესი- 2013/14 წლების სეზონის შემდეგ „სტიაუდან“ ნაყიდი მოთამაშე მალევე, 2015 წელს „ნაპოლიში“ გაიყიდა.

ნასერ ჩადლი- 7 მილიონის სანაცვლოდ „ტვენტედან“ ნაყიდი მოთამაშე 14 მილიონის სანაცვლოდ „ვესტ-ბრომვიჩში“ აღმოჩნდა.

კრისტიან ერიკსენი- ბეილის ტრანსფერიდან შემოსული ფულით ის საუკეთესო მოთამაშეა, ვინც ლონდონში აღმოჩნდა. რამდენიმე კარგი სეზონის შემდეგ დანიელი მილანის „ინტერში“ გაიყიდა. 

ერიკ ლამელა- ერთადერთი მოთამაშე, რომელიც კვლავ გუნდშია, ეს სწორედ ერიკ ლამელაა- მისი ტრანსფერი გუნდს 30 მილიონი დაუჯდა.

1 თვის წინ
291 / 0
ლუკა ბერიძე
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 1194
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ოდეგორი, აზარი.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ