logo

ვარანის პირველი კომენტარი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ვარანის პირველი კომენტარი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგა "რეალმა" უკვე დატოვა, ესპანეთის ჩემპიონებმა ვერ შეძლეს მერვედფინალური ეტაპის დაძლევა. 

ზინედინ ზიდანის ბიჭები "მანჩესტერ სიტისთან" მინიმალური სხვაობით, 2-1 დამარცხდნენ. ორივე გოლი კი რაფა ვარანის კისერზეა, ფრანგმა მცველმა ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვა, რაც გუნდს მძიმედ დაუჯდა.

მატჩის შემდეგ, შეხვედრის ანტიგმირმა მცირე კომენტარი გააკეთა.

"ეს მატჩი პირადად მე წავაგე, თანაგუნდელებს დიდ ბოდიშს ვუხდი. ამ ყველაფრის გამო ძალიან ვწუხვარ. მსგავსი რამ კარიერაში ბევრჯერ არ დამმართანია.

მე პასუხისმგებლობას ვიღებ. კარგად მოვემზადეთ, თუმცა ამ დონის მატჩებში შეცდომები ძვირად ფასობს. ამ შეცდომებს ვერ აგიხსნით, ეს ფეხბურთში ხდება, ჩემთვის მძიმე ღამე იყო", - განაცხადა რაფამ.

დღევანდელი წაგებით "რეალისთვის" 2019/20 წლების სეზონი საბოლოოდ დასრულდა. 


1 თვის წინ
1044 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 596
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ისკო, აზარი.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ