logo

ოფიციალურად: "რეალმა" მორიგი ფეხბურთელი გაყიდა

ოფიციალურად: "რეალმა" მორიგი ფეხბურთელი გაყიდა

"რეალის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კლუბმა საბოლოოდ გაყიდა დანი გომესი. ახალგაზრდა მოთამაშე "ლევანტეს" შეუერთდება.

გომესმა წინა სეზონი იჯარის წესით "ტენერიფეში" გაატარა, სადაც 16 გოლს და 7 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. 

კარგი სეზონის გამო მან ლა ლიგის გუნდების ყურადღება დაიმსახურა და "ლევანტემ" მისი ტრანსფერი გაჩარხა კიდეც.

ახალგაზრდა შემტევი 2019 წელს "რეალს" პრე-სეზონზე გაჰყვა, სადაც თამაშებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ზინედინ ზიდანის სიმპატია ვერ მოიპოვა.

სატრანსფერო ფასი და კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

2 დღის წინ
221 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 335
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ