logo

"რეალმა" კიდევ ერთი მოთამაშის სანაცვლოდ მიიღო შეთავაზება

"რეალმა" კიდევ ერთი მოთამაშის სანაცვლოდ მიიღო შეთავაზება

ძალიან სანდო ბრიტანული წყაროს, Sky Sport-ის ინფორმაციით, "ევერტონმა" "რეალს" 18 მილიონი ევრო შესთავაზა სერხიო რეგილონის სანაცვლოდ.

კარლო ანჩელოტის ძალიან მოსწონს ახალგაზრდა ესპანელი მცველი, სერხიომ მისი ყურადღება "სევილიაში" ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ დაიმსახურა.

რეგილონი 2019/20 წლების სეზონში ლა ლიგის საუკეთესო მარცხენა მცველად დასახელდა, ანდალუსიელებს ის მე-4 ადგილზე გასვლაში დაეხმარა, რამაც კლუბს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა.

"ევერტონში" კარიერა დაასრულა ლეგენდარულმა ინგლისელმა, ლეიტონ ბეინსმა, ლუკა დინს კი კონკურენტი სჭირდება, რომელიც სავარაუდოდ რეგილონი გახდება.

"რეალს" ამ პოზიციაზე ფერლანდ მენდი და მარსელო ჰყავს, შესაბამისად ესპანელს შემადგენლობაში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი ექნება.

1 კვირის წინ
24 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 349
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ