logo

რობერტო კარლოსი "მას წვეულებები უყვარდა. მთელი ღამე სვამდა და ვარჯიშზე ისე მოდიოდა"

რობერტო კარლოსი "მას წვეულებები უყვარდა. მთელი ღამე სვამდა და ვარჯიშზე ისე მოდიოდა"

"რეალის" ლეგენდარულმა მოთამაშემ, რობერტო კარლოსმა, კლუბის კიდევ ერთი ლეგენდა გაიხსენა და მასზე საინტერესოდ ისაუბრა. რობერტომ თანამემამულზე რონალდო ნაზარიოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძალიან უყვარდა წვეულებები.

"რონალდო წვეულებები ძალიან უყვარდა.. ის მთელი ღამე სვამდა და შემდეგ ვარჯიშზე მოდიოდა, მას ერთი ან ორი საათი ეძინა. ეს გასაოცარი იყო. ის ნასვამი იყო, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ცხოველივით ვარჯიშობდა." 

კარლოსმა ასევე კიდევ ერთ ბრაზილიელზე, კერძოდ კი რონალდინიოზე ისაუბრა.

"რონალდინიოს ღამის კლუბი საკუთარ სახლში ჰქონდა. იქ ერთხელ ან ორჯერ ვიყავი, თუმცა მოგვიანებით იქ წასვლა აღარ მსურდა ხოლმე." - განაცხადა კარლოსმა.

მან დაამატა, რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს შეეძლო ზედიზედ 2-ჯერ მსოფლიო ჩემპიონობა, თუმცა მოთამაშეების უპასუხისმგებლობის და არასტაბილურობის გამო ეს შეუძლებელი გახდა.


3 დღის წინ
48 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 335
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ