logo

რა თანხას მიიღებს "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში

რა თანხას მიიღებს "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში

ჩემპიონთა ლიგის დაბრუნებამდე სულ ცოტა რჩება. "რეალი" 8 აგვისტოს "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება.

AS-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში "რეალი" დამატებით 50 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ძალიან სოლიდური შემოსავალია.

"სიტის" ბარიერის გადალახვის და მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კი "ბლანკოსის" ბიუჯეტი 10.5 მილიონი ევროთი გაიზრდება.

ნახევარფინალამდე გზის გაკვალვაში "რეალი" დამატებით 12 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფინალის მოგება 19 მილიიონ ევროს უდრის. 

ეს თანხა "რეალს" ძალიან დაეხმარება კორონა ვირუსისგან გამოწვეული კრიზისის დაძლევაში, ასე რომ, ზიდანის შეგირდები ყველაფერს გააკეთებენ წარმატების მისაღწევად.


3 დღის წინ
229 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 335
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ