logo

4 ყველაზე საკამათო ოქროს ბურთის გამარჯვებული 21-ე საუკუნეში

4 ყველაზე საკამათო ოქროს ბურთის გამარჯვებული 21-ე საუკუნეში

ბოლო ათი წლის განმავლობაში ოქროს ბურთს 90% შემთხვევებში ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუ იგებდნენ, მხოლოდ ერთხელ, 2018 წელს შეეცილა მათ ლუკა მოდრიჩი. 

საუკუნის წინა ათ წელში კი ყველაზე პრესტიჟულ უნდივიდუალურ ჯილდოს სხვადასხვა ფეხბურთელები ინაწილებდნენ. რა თქმა უნდა, მათ შორის ისეთი გამარჯვებულებიც იყვნენ, რომელთად დაუმსახურებლად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ ოქროს ბურთი სხვას უნდა მოეგო.

ესპანურმა ტაბლოიდმა Tribuna.com-მა სწორედ ისეთი ოთხი გამარჯვებული შემოგვთავაზა, რომელთა ტრიუმფს ყველაზე საკამათოდ მიიჩნევენ.

1. 2006 წელი, გამარჯვებული ფაბიო კანავარო


ბევრი თვლიდა, რომ ოქროს ბურთს ფეხბურთიდან ერთი თვის წასული ზინედინ ზიდანი მოიგებდა, რომელმაც იმავე წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის წოდება მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ზიზუ ოქროს ბურთთან ახლოს არ ყოფილა და ფაბიო კანავაროს, ჯიჯი ბუფონის, ტიერი ანრისა და რონალდინიოს შემდეგ მეხუთე ადგილი დაიკავა. 

 2. 2010 წელი, გამარჯვებული ლიონელ მესი

2010 წელს ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ოქროს ბურთის სამეულში ერთი გუნდის წარმომადგენლები გავიდნენ. ლეო მესის კონკურენციას მსოფლიო ჩემპიონები, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა უწევდნენ. ბევრი ფიქრობდა, რომ გამარჯვებას ეს უკანასკნელი მოიპოვებდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ლეო მესიზე შეჩერდა, რომელიც 2010 წელს ინდივიდუალურად მართლაც ყველაზე ერთი თავით მაღლა იდგას. საინტერესოა, რომ ბევრი გულშემატკივრის აზრით, ამ წელს ოქროს ბურთს არა ინიესტა ან მესი, არამედ ვესლი სნეიდერი იმსახურებდა.

3. 2013 წელი, გამარჯვებული კრიშტიანუ რონალდუ

ყველაზე საკამათოდ სწორედ 2013 წლის ოქროს ბურთს თვლიან, მაგრამ საკითხავია, რამდენად სამართლიანად... 2012/13 წლების სეზონში ფრანკ რიბერიმ "ბაიერნთან" ერთად სამი ტიტული მოიგო და გუნდის ლიდერი იყო. ოქროს ბურთის დაჯილდოება კი დაგეგმილზე რამდენიმე დღით გვიან გაიმართა, რა პერიოდშიც პორტუგალიელმა შვედეთთან არანორმალური პერფორმანსის ჩვენება და საკუთარი ქვეყნის მუნდიალზე გაყვანა მოახერხა. ბევრი თვლის, რომ თარიღი სწორედ რონალდუსთვის შანსის მისაცემად გადაწიეს. თუმცა, სამართლიანობისთვის აქაც უნდა აღინიშნოს, რომ მესის მსგავსად, 2013 წელს კრიშტიანუ ინდივიდუალურად ყველას აღემატებოდა.

4. 2018 წელი, გამარჯვებული ლუკა მოდრიჩი

არაერთი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ ხორვატი ოქროს ბურთის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გამარჯვებულია. მოდრიჩს ფენომენალური სეზონი ჰქონდა და "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ნაკრები კი ფინალში გაიყვანა და ტურნირის საუკეთესოდაც დასახელდა, მაგრამ მას სერიოზული კონკურენტები ჰყავდნენ. ანტუან გრიზმანი და კილიან მბაპე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლიდერები იყვნენ და მუნდიალიც მოიგეს. კრიშტიანუ რონალდუ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბი ტურნირის გამარჯვებული გახდა, სადაც 16 გოლი გაიტანა. ლეო მესიმ კი ლა ლიგა და კოპა დელ რეი მოიგო და როგორც ყოველთვის, ამ სეზონშიც შეუდარებლად ასპარეზობდა.

2 თვის წინ
211 / 0
ლუკა ბერიძე
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 598
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ისკო, აზარი.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ