უამრავმა გულშემატკივარმა პროტესტი გამოხატა "რეალის" წინააღმდეგ. მათი აზრით, მსაჯები მადრიდელებს ეხმარებიან. თუმცა, წლევანდელ სეზონში მსაჯებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს "ლოს ბლანკოსის" წინააღმდეგ, ახლა კი ამ შეცდომებს წარმოგიდგენთ.
• "ბეტისის" მცველი აშკარად ხელით ბლოკავს ბენზემას ჩაწოდებას - პენალტი არ დაინიშნა !
• როდრიგოს გამიზნულად ეჯახებიან საჯარიმოში, ბრაზილიელი წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებს - პენალტი არ დაინიშნა !
• "ბარსელონას" საჯარიმოში რაფა ვარანს მუხლში ურტყამენ ფეხს - პენალტი არ დაინიშნა !
• ლუკა მოდრიჩი საერთოდ არ ეხება მეტოქეს, თუმცა ის ამ ეპიზოდში წითელი ბარათით დაისაჯა.
• ვინისიუს ჯუნიორმა მეტოქეს ბურთზე თამაში დაასწრო, შემდეგ კი ის წააქციეს - პენალტი არ დაინიშნა !
• კუთხურის მოწოდების შემდეგ, რამოსი ბურთზე სათამაშოდ ახტა, შემდეგ კი ის რაგბის მოძრაობით მიწაზე დასცეს - პენალტი არ დაინიშნა !
• ისკოს მოძრაობის შემდეგ მცველი აშკარად ხელით აჩერებს ბურთს - პენალტი არ დაინიშნა !
• ბურთისკენ მიმავალ კაზემიროს მცველი უხეში ვარდნით აჩერებს - პენალტი არ დაინიშნა !
"რეალის" წინააღმდეგ მსაჯებმა კიდევ უამრავი შეცდომა დაუშვა, თუმცა ამ სტატიაში მხოლოდ აშკარა შეცდომებია.