logo

ძალიან სამწუხარო ინფორმაცია "რეალის" ქომაგებისთვის

ძალიან სამწუხარო ინფორმაცია "რეალის" ქომაგებისთვის

როგორც ჩანს, მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში მადრიდის "რეალი" სატრანსფერო ბაზარზე დიდ აქტიურობას არ აპირებს.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში "სამეფო კლუბს" რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, მათ ნაცვლად კი არავის მოყვანა არ იგეგმება.

წყაროს ცნობით, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიმდინარე სამუშაოებისა და კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო კლუბი ზედმეტი თანხების დახარჯვას არ აპირებს და მხოლოდ იჯარიდან დაბრუნებული მოთამაშეების დამატებით შემოიფარგლება.

დიდი ალბათობით, "რეალი" მთლიან ფინანსებს მომავალი წლისთვის მოიმარაგებს და სწორედ მაშინ უნდა ველოდოთ ხმაურიან ტრანსფერებს.

1 თვის წინ
1326 / 0
RAMOS
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 349
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ