logo

რივალდო: "ვინისიუსი შეიძლება აღარ იყოს ისეთი კარგი"

რივალდო: "ვინისიუსი შეიძლება აღარ იყოს ისეთი კარგი"

კორონა ვირუსის პანდემიამ ფეხბურთს დიდი დარტყმა მიაყენა, სეზონი რამდენიმე თვით იძულებით შეჩერდა. იძულებითი შესვენება ცუდი გამოდგა ისეთი მოთამაშეებისთვის, რომლებიც კარგ ფორმაში იყვნენ, ასეთი კი ვინისიუს ჯუნიორია. სწორედ ამ საკითხზე ბრაზილიელმა ლეგენდამ, რივალდომ ისაუბრა.

"ვინისიუსი რეალში გადასვლის შემდეგ თავის საუკეთესო ფორმაში იყო. მან ელ კლასიკოში გოლის გატანაც შეძლო, თუმცა ახლა ბევრი რამ შეიცვლება. რეალს აზარი და ასენსიო დაუბრუნდნენ, შესაბამისად ვინისიუსს უფრო გაუჭირდება ადგილის მოპოვება. 

პირველ თამაშებში მივხვდებით, თუ რომელი მოთამაშე როგორ ფორმაშია. მე ვინისიუსს კარგ დაბრუნებას და ფორმაში ყოფნას ვუსურვებ, თუმცა არის შანსი, რომ ის აღარ იყოს ისეთი კარგი ამ შესვენების შემდეგ. 

როგორც ბრაზილიაში ვიტყოდით, უნდა იფრინო, რათა შემადგენლობაში ადგილი მოიპოვო." - განაცხადა რივალდომ.

1 თვის წინ
181 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 349
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ