logo

5 მომენტი, როდესაც რონალდომ “რეალის” ქომაგები გააოცა (ვიდეო)

5 მომენტი, როდესაც რონალდომ “რეალის” ქომაგები გააოცა (ვიდეო)

კრისტიანო რონალდომ "რეალის" გულშემატკივრებს უამრავი დაუვიწყარი მატჩი აჩუქა, პორტუგალიელის ლიდერობით გუნდმა არა ერთი ტიტული მოიგო. რონალდო ნამდვილი ლიდერია, რომელმაც უამრავჯერ დაგვანახა თავისი მენტალიტეტი და გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის განსაკუთრებით კარგად ითამაშა. ახლა კი, მისი მადრიდული კარიერიდან 5 გამორჩეულ მომენტს წარმოგიდგენთ.

1) გულმხურვალე აპლოდისმენტები ტურინში

იტალიაში ჩასული "რეალი" "იუვენტუსს" შეერკინა, ტურინელები მთელი მატჩის განმავლობაში მშვენივრად გამოიყურებოდნენ, სანამ არ გამოჩნდა მონსტრი, სახელად კრისტიანო რონალდო და ჯანლუიჯი ბუფონის კარში დაუჯერებელი გოლი არ გაიტანა. სტადიონზე მყოფი "იუვენტუსის" გულშემატკივარი პორტუგალიელს ფეხზე წამოუდგა.


2) "ატლეტიკოს" ღამის კოშმარი

რონალდოს საყვარელი მეტოქე "ატლეტიკოა", პორტუგალიელმა არა ერთხელ გაამწარა მადრიდული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება კი 2017 წელს შედგა. სანტიაგო ბერნაბეუზე რონალდომ სრული ბენეფისი მოიწყო და "ატლეტიკოს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა. 



3) დადუმებული კატალონია

"რეალის" ნებისმიერი მოთამაშისთვის ყველაზე ფასეული ელ კლასიკოში გატანილი გოლია, თანაც თუ ამას კამპ ნოუზე აკეთებ, მაშინ ის კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება. 2017 წლის სუპერ თასის ფინალის პირველ მატჩში რონალდომ შესანიშნავი გოლი გაიტანა, შემდეგ კი მთელ სტადიონს თავისი მაისური უჩვენა.


4) რონალდო არ დადის, რონალდო დაფრინავს

"ბარსელონასთან" გოლებს რონალდო არც კოპა დელ რეის ფინალში ერიდებოდა, თანაც ეს არ იყო უბრალო გოლი. რონალდო ყველანაირ ზღვარს გაცდა და მეტოქეს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა, მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა მისი არარეალური შესაძლებლობები და ფაქტობრივად აფრინდა. პინტო უშანსოდ დარჩა, "რეალმა" კი დამატებით დროში მატჩი მოიგო და ტიტული აღმართა. 


5) დაბადებული გამარჯვებისთვის

რონალდომ კიდევ ერთი გუნდი გააწამა, ამჯერად კი საუბარი "ბაიერნზეა". 2017 წელს, "რეალი" და "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, პორტუგალიელმა მოთამაშემ 2 მატჩში მანუელ ნოიერის კარი 5-ჯერ აიღო და გერმანული გუნდი ტურნირიდან ასპარეზობას გამოთიშა. 




2 თვის წინ
260 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 360
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ