logo

ზუსტად 6 წლის წინ, რამოსის გმირობა ! (ვიდეო)

ზუსტად 6 წლის წინ, 2014 წლის 24 მარტს, სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბოლო წუთზე "ატლეტიკოს" კარი აიღო და "რეალი" მარცხისგან იხსნა. 

ლისაბონში გამართულ ფინალს "ატლეტიკო" დიეგო გოდინის გოლით იგებდა, ურუგვაელმა მცველმა 36-ე წუთზე შეძლო კასილასის კარის დალაშქვრა. 93-ე წუთზე რამოსმა ლუკა მოდრიჩის კუთხურის შემდეგ ბურთი "რეალის" ამჟამინდელი კიპერის, ტიბო კურტუას კარში გაახვია. დამატებით დროში "ლოს ბლანკოსმა" კიდევ 3 გოლი გაიტანა და დაეუფლა მე-10 ჩემპიონთა ლიგას, "ლა დესიმა" !

"რეალის" შემადგენლობა იმ მატჩში ასე გამოიყურებოდა: იკერ კასილასი, დანი კარვახალი, რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი, ფაბიო კოენტრაო, ლუკა მოდრიჩი, სამი ხედირა, ანხელ დი მარია, გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა, კრისტიანო რონალდო.

რამოსმა მოგვიანებით მარცხენა ფეხზე ამ გოლის ტატუ გაიკეთა.

ნახეთ რამოსის კომენტარი ფინალის შემდეგ



2 თვის წინ
337 / 0
George
poll გამოკითხვა

ვინ არის 2019/20 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

ბენზემა
ვალვერდე
რამოსი
კროოსი
კურტუა
სხვა
სულ პასუხები: 349
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ