logo

"რეალი" ჰოლანდის სანაცვლოდ 7 მოთამაშეს დათმობს

"რეალი" ჰოლანდის სანაცვლოდ 7 მოთამაშეს დათმობს

მადრიდის "რეალის" ერლინგ ჰოლანდისადმი ლტოლვა კიდევ უფრო ძლიერდება, "მადრიდელები" ყველაფერს აკეთებენ, რათა ნორვეგიელი ფეხბურთელი დაიმატონ. "ლოს ბლანკოსი" უამრავ ვარიანტს განიხილავს, რათა 19 წლის მოთამაშე შეიძინოს, ესპანურ მედიაში კი დღეს ახალმა ვერსიამ გაიჟღერა.

Diario Madridista-ს ცნობით, "რეალი" 7 მოთამაშიდან ნებისმიერს დათმობს ჰოლანდის სანაცვლოდ, საუბარია შემდეგ მოთამაშეებზე : ოსკარ როდრიგესი, დანი სებალიოსი, ალვარო ოდრიოსოლა, ბრაჰიმ დიასი, ლუკას ვასკესი, მარიანო დიასი და ტაკეფუსა კუბო.

შესაძლოა არც ერთი მათგანი არ არის სუპერვარსკვლავი, თუმცა ყველა იმედის მომცემი ახალგაზრდაა, "ბორუსიას" კი სწორედ ასეთი ფეხბურთელები სურს. ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი შესაძლოა ალვარო ოდრიოსოლა იყოს, რომელიც ამჟამად "ბაიერნში" იჯარით არის გაშვებული. აშრაფ ჰაკიმი "ბორუსიას" დატოვებს, ოდრიოსოლა კი მისი შემცვლელი შეიძლება გახდეს. 

მიუხედავად ამისა, "ბორუსია" ყველაფერს გააკეთებს რათა ჰოლანდი სიგნალ იდუნა პარკზე დატოვოს. 

1 კვირის წინ
369 / 0
გიორგი ზურაბიანი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 719
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ