logo

მენდი : "ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი"

მენდი : "ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი"

ბენჟამინ მენდის აზრით, "მანჩესტერ სიტიმ" მეოთხედფინალზე ფიქრი წინასწარ არ უნდა დაიწყოს, რადგან ჯერ საქმე არ დაუსრულებიათ. კევინ დე ბრუინის და გაბრიელ ჟესუს გოლების წყალობით "ქალაქელებმა" მადრიდში მინიმალური სხვაობით, 2-1 გაიმარჯვეს. განმეორებითი მატჩი კი კორონა ვირუსის პანდემიის გამო გადაიდო. 

დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგა აგვისტოში განახლდება და "სიტი" სახლში მიიღებს "ლოს ბლანკოსს", მენდიმ კი თავისი გუნდი წინასწარ გააფრთხილა.

"მადრიდში კარგი მატჩი გვქონდა, თუმცა მეორე მატჩი სათამაშო გვაქვს. ყოველდღე ვერ წახვალ ისეთ დიდებულ სტადიონზე, როგორიც ბერნაბეუა და ვერ ჩაატარებ ჩემპიონთა ლიგაზე ასეთ მატჩს. ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ამ ტურნირზე ბევრს მივაღწიოთ, ამიტომ ყველა უნდა გამოფხიზლდეს, ივარჯიშოს და ფოკუსირდეს მატჩზე, როდესაც დაბრუნება შეგვეძლება.

არავის აქვს იმხელა გამოცდილება ამ ტურნირზე, რამდენიც "რეალის" მოთამაშეებს, ამიტომ ვერ ვიფიქრებთ, რომ ჩვენ ისინი უკვე გავაგდეთ. 

ყველაფერი მარტივია, როდესაც ასეთი დონის გუნდს ეთამაშები, არაფერი არ არის გადაწყვეტილი. უკანასკნელ წლებში არაერთი შესანიშნავი ქამბექი ვიხილეთ. ნახეთ "ბარსელონას" შარშანდელი შედეგი, სახლში 3-0 მოიგეს, თუმცა შემდეგი მატჩი 4-0 დათმეს. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კარგ პოზიციაში ვართ, თუმცა წინ მძიმე მატჩი გველის და საჭიროა მასზე ფოკუსირება." - განაცხადა ფრანგმა განაპირა მცველმა. 

1 კვირის წინ
119 / 0
გიორგი ზურაბიანი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 719
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ