logo

რატომ აჩუქა მოურინიომ პოჩეტინიოს "რეალის" მაისურები !?

რატომ აჩუქა მოურინიომ პოჩეტინიოს "რეალის" მაისურები !?

მაურისიო პოჩეტინიომ საინტერესო ისტორია გაიხსენა, არგენტინელი მწვრთნელის თქმით, 2012 წელს ჟოზე მოურინიომ მას "რეალის" 2 მაისური აჩუქა შვილებისთვის. ამ დროს მაურისიო "ესპანიოლის" მწვრთნელი იყო და სწორედ მას მოიაზრებდნენ "რეალში" მოურინიოს შემცვლელად.

იმ დღეს, როდესაც "რეალისა" და "ესპანიოლის" მატჩი უნდა გამართულიყო, პოჩეტინიოს ჟურნალისტმა ჰკითხა "რეალის" მწვრთნელობაზე, რაზეც მაურისიომ უპასუხა, რომ მის შვილებს "ესპანიოლის" პიჟამოებით ეძინათ, ამიტომ გუნდის შეცვლაზე ფიქრი რთული იყო.

"როდესაც სტადიონზე მივედი, ჟოზე ერთი ბოთლი შესანიშნავი ფრანგული ღვინითა და "რეალის" 2 მაისურით დამხვდა.

მან მითხრა, რომ ეს ფორმა ჩემი შვილებისთვის იყო და მათ უნდა ჩაეცვათ. მას შემდეგ ხშირად ვხუმრობდით და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა. მიხარია, რომ "ტოტენჰემში" ჩემი შემცვლელი სწორედ ის არის." - განაცხადა პოჩეტინიომ.


1 კვირის წინ
112 / 0
გიორგი ზურაბიანი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 719
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ