logo

საუკუნის წმენდა - ზაფხულში "რეალს" და "ბარსელონას" 30 ფეხბურთელი დატოვებს

საუკუნის წმენდა - ზაფხულში "რეალს" და "ბარსელონას" 30 ფეხბურთელი დატოვებს

მადრიდულმა გამოცემა Marca-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია ორი ესპანური გრანდის - მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" სატრანსფერო პოლიტიკაზე.

მთელი რიგი გამოთვლების შემდეგ ავტორმა დაასკვნა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდები შესაძლოა ჯამში 30-მა ფეხბურთელმა დატოვოს.

ორივე კლუბში არიან ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ ამჟამინდელ ნავსაყუდლებში უპერსპექტივონი არიან. "ბარსაში" ასეთებად ივან რაკიტიჩი, არტურო ვიდალი და სამუელ უმტიტი უნდა მოვნათლოთ, "ბლანკოსში" კი მათი რიცხვი გაცილებით დიდია: ხამეს როდრიგესი, გარეთ ბეილი, მარიანო და ბრაჰიმ დიასები.

"სამეფო კლუბში" არ სჭირდებათ არც დანი სებალიოსი, რეგილონი, ტაკეფუსა კუბო, ხესუს ვალეხო თუ ოსკარ როდრიგესი. ისინი განათხოვრებულნი დარჩებიან.

მსგავსი სიტუაციაა "ბლაუგრანაშიც", სადაც გაიჯარებული ფილიპე კოუტინიოს, ჟან კლერ ტოდიბოს, მუსა ვაგესა და ორიოლ ბუსკეტსის მომავალზე ვერაფერს ვიტყვით.

Marca-ში არ გამორიცხავენ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუ" დატოვონ მარსელომ, ლუკას ვასკესმა და არეოლამაც.


2 კვირის წინ
192 / 0
RAMOS
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 719
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ