logo

მოულოდნელი ვარიანტი. გუნდი, რომელმაც „რეალს“ მბაპეს ტრანსფერში შეიძლება ხელი შეუშალოს

მოულოდნელი ვარიანტი. გუნდი, რომელმაც „რეალს“ მბაპეს ტრანსფერში შეიძლება ხელი შეუშალოს

როგორც ცნობილია, „ნიუკასლ იუნაიტედს“  სულ მალე შეიხი დაეპატრონება, რომელიც „კაჭკაჭებთან“ ერთად მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს. 

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეიხს FA-მ დართო ნება, რომ გუნდი 300 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სატრანსფერო ბაზარზე 2020 წლის ზაფხულიდანვე ჩაერთვებიან. 

ინგლისური გუნდის ინტერესებში არაერთი ვარსკვლავი მოხვდა, მათ შორის კი „პსჟ“-ს ახალგაზრდა ტალანტი, კილიან მბაპე. როგორც ცნობილია, ის მადრიდის „რეალის“ მთავარი სამიზნეა, ხოლო „ნიუკასლის“ სახით „სამეფო კლუბს“ კიდევ ერთი შემაკავებელი ბერკეტი გაუჩნდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა 20 წლის მბაპესი, „კაჭკაჭები“ სწორედ მადრიდული გუნდის ფეხბურთელის, გარეთ ბეილის გადაბირებასაც ეცდებიან.


2 კვირის წინ
306 / 0
ლუკა ბერიძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "რეალს" ყველაზე მეტად გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ბაზარზე?

მეკარის
დაცვის
ნახევარდაცვის
თავდასხმის
სულ პასუხები: 719
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარკო ასენსიო, ხამეს როდრიგესი, ნაჩო, ლუკას ვასკეტსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ